სასწრაფო: 2 94 00 11
2 77 07 40

ჩვენს შესახებ

კლინიკა გული

საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ამბულატორიულ, სტაციონალურ თუ პირადი კარდიოლოგის პირობებში. იგი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში ფუნქციონირებს კათეტერიზაციის და ელექტროფიზიოლოგიის ლაბორატორია, სადაც წარმატებით კეთდება ინვაზიური (მცირედ სისხლიანი) ჩარევები გულზე: ანგიოგრაფია, ანგიოპლასტიკა, მუდმივი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია, სხვადასხვა ტიპის არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია. პირველად საქართველოში აქ დაინერგა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, უეცარი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.
- გარდა ამისა კარდიოლოგიურ კლინიკა „გულს“ აქვს ფილიალი ქალაქ ზუგდიდში, რომელიც ასევე არის მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულება. ზუგდიდში ასევე გვაქვს კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოგრაფია, კათეტერიზაციის ლაბორატორია, სტაციონარი, ამბულატორული მომსახურება და ყველა ის სერვისი რაც აუცილებელია პაციენტის დიაგნოსტილისათვის.
- კლინიკა აქტიურად არის ჩართული როგორც პრედიპლომურ, ისე პოსტდიპლომურ საგანმანათლებლო პროგრამებში: აქვს აკრედიტირებული პოსდიპლომური უწყვეტი განათლების პროგრამები სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისათვის. ამავე დროს კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს სამედიცინო ინსტიტუტებთან. უკვე რამოდენიმე წელია კლინიკაში აკრედიტირებულია სარეზიდენტო პროგრამა „კარდიოლოგია“-ში. ამჟამად, 18 რეზიდენტი ღებულობს განათლებას სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში.

ანზორ მელია მიმართეთ კარდიოლოგიურ კლინიკა “გულს”, თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი, დიაგნოსტიკური სერვისისა და მკურნალობის მისაღებად.

კლინიკის ჰიმნი

ჯილდოები

  • 2010
  • 2011
  • 2012
  • 2013
  • 2014
  • 2015