სასწრაფო: 2 94 00 11
2 77 07 40

დიაგნოსტიკური ცენტრი

დიაგნოსტიკურ ცენტრს ამბულატორიულად მომართავენ პაციენტები პროფილაქტიკური, მწვავე და ქრონიკული პათოლოგიებით.

1. ამბულატორულად ხორციელდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების შემდეგი სახის კონსულტაციები:
- კარდიოლოგის;
- რითმოლოგის;
- ნევროლოგის;
- ენდოკრინოლოგის;
- ანგიოლოგის;
- პირადი კარდიოლოგის;
2. დიაგნოსტიკური კვლევები უახლესი, მაღალი კლასის თანამედროვე აპარატურით.

ულტრასონოგრაფიული კვლევები.

გულის ექოსკოპია

ექოკარდიოგრაფია წარმოადგენს გულის ულტრაბგერით კვლევას, რომლის საშუალებითაც ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება. წარმოადგენს რუტინული კვლევის მეთოდს - არის არაინვაზიური, არ გააჩნია რისკ-ფაქტორები და გვერდითი მოვლენები. გულის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩვენებები:

1. გულის თანდაყოლილ და შეძენილ მანკებზე ეჭვის მიტანა;
2. გულის იშემიური დაავადება - სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი;
3. გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის მდგომარეობის შეფასება;
4. გულის გარსების დაავადებები - კარდიომიოპათიები, პერიკარდიტები;
5. გულის აუსკულტაციური მონაცემების ცვლილებები;
6. ეკგ ცვლილებები;
7. მაღალი არტერიული წნევა;
8. რეგულარული სპორტული ვარჯიშები;
9. გულის სიმსივნეზე ეჭვის მიტანა;
10. აორტის ანევრიზმაზე და განშრევებაზე ეჭვის მიტანა;
11. რესინქრონიზაციის ექო-სკრინინგი.

ფართოდ გამოიყენება პროფილაქტიკური გამოკვლევების დროს, რამდენადაც საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს გულის ფუნქციის დარღვევა.


ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია

ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE) არის ალტერნატიული გზა ექოკარდიოგრამის შესრულების. სპეციალური ზონდი, რომლის ბოლოშიც დამაგრებულია ულტრაბგერითი გადამწოდი, თავსდება პაციენტის საყლაპავ მილში. ეს საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ გამოსახულება და დოპლერი რაც ჩაიწერება. მას აქვს გარკვეული უპირატესობები ტრანსთორაკულ ექოკარდიოგრაფიასთან შედარებით:
გამოსახულება არის უფრო ზუსტ ეს განპირობებულია იმით, რომ სხივი გადის მხოლოდ რამოდენიმე მილიმეტრს განსხვავებით TTE-ისგან უკეთესად შეფასდება გულის სხვადასხვა სტრუქტურები და მიიღება საუკეთესო გამოსახულება მათ შორის: აორტა, ფილტვის არტერია, გულის სარქველები, ორივე წინაგულები, წინაგულთაშუა, მარცხენა წინაგულის ყური და კორონარული არტერიები. TEE არის მაღალი სენსიტიური მეთოდი მარცხენა წინაგულსა და ყურში თრომბის ლოკაციისთვის.


სისხლძარღვების ფერადი დოპლეროგრაფია

დოპლეროგრაფია ვენების და არტერიების გამოკვლევის ყველაზე გავრცელებული და ზუსტი მეთოდia. ამ კვლევისთვის განკუთვნილი აპარატით ხდება რბილი ქსოვილებისა და სისხლძარღვების სტანდარტული ექოსკოპიური გამოკვლევა და განისაზღვრება სისხლძარღვში სისხლის დინების სიჩქარე, სისხლის დინების სიჩქარის ცოდნა კი გადამწყვეტ როლს ასრულებს ვენური დაავადებების, განსაკუთრებით - ღრმა ვენების მდგომარეობის შესწავლაში. ხდება ვენების გამავლობის შესწავლა და თრომბოზების დადგენა ქვემო კიდურების არტერიათა კვლევისას დგინდება არტერიების ათეროსკლეროზული შევიწროვების ხარისხი, არტერიული თრომბოზების დიაბეტური ანგიოპათიების და ანევრიზმების დიაგნოსტირება.
ექსტრა-ტრანსკრანიული ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია და ფერადად კარტირებული დუპლექს-სკენირებ არის არაინვაზიური ფუნქციურ-ანატომიური კვლევა, ასახავს თავის ტვინის ჰემოცირკულაციის მონაცემებს რეალურ დროში და იძლევა მათ სწრაფ ანალიზს.


ელექტროკარდიოგრაფია:

ე.კ.გ. ეს არის გულის მუშაობის დროს წარმოქმნი ელექტრული ველების რეგისტრაციის და კვლევის მეთოდი. იგი არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკის მეთოდი კარდიოლოგიაში.
-ე.კ.გ.-ს საშუალებით ვაფასებთ გულის შეკუმშვათა სიხშირეს და რეგულარულობას;
-გვიჩვენებს მიოკარდიუმის მწვავე ან ქრონიკულ დაზიანებას (მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემია);
-ელექტროლიტური დისბალანსის შეფასება;
-წარმოდგენას გვიქმნის გულის ფიზიკურ მდგომარეობაზერ (მარცხენა პარკუჭის ჰიპერტეროფია);
-არაკარდიული დაავადებების დიაგნოსტიკა (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია);
-მედიკამენტებით გამოწვეული ჰიპერდოზირება;
-გარკვეული გენეტიკური პათოლოგიების არსებობა და ა.შ.


ტრედმილი - დატვირთვის ტესტი

დატვირთვის სტრეს ტესტი იგივე ტრედმილ ტესტი ეს არის არაინვაზიური ტესტი, რომელიც გამოიყენება იმისათვის რომ გაუჯობესდეს ინფორმაცია იმაზე თუ როგორ პასუხობს გული სტრსზე. კვლევის მსვლელობისას საფეხურებრივად იზრდება დატვირთვა, რის შესაბამისად იცვლება ელექტროკარდიოგრამა, არტერიული წნევა და გულის შეკუმშვათა სიხშირე. დატვირტვის ტესტი შესაძლებელია ჩატარებულ იქნეს, მხოლოდ მას შემდეგ როცა პაციენტი გაივლის მაღალი რისკის ნიშნების სრულ სკრინინგს, სხვა ჰოსპიტალურ გამოკვლევებსა და მოაწერს ხელს ინფორმირებულ თანხმობას ტესტირების ჩატარების თაობაზე.
სტრეს-ტესტის ჩატარების მიზნები და ჩვენებები:

1). მასობრივი /ეპიდემიოლოგიური/ გამოკვლევები, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში კარდიოლოგიური დაავადებების, პირველ რიგში გიდ – ის გამოვლენის მიზნით;
2).გიდ – ისა და მისი ცალკეული ფორმების დიფ. დიაგნოსტიკა;
3). გულის რიტმის დარღვევების გამოვლენა და იდენტიფიკაცია;
4). დატვირთვაზე ჰიპერტონული რეაქციის მქონე პირების გამოვლენა;
5). დადგენილი გიდ–ის მქონე პირებში დატვირთვისადმი ინდივიდუალური ტოლერანტობის დადგენა;
6). სხვადასხვა (მათ შორის ქირურგიული) მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეთოდების ეფექტურობის შეფასება;
7). გულ – სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების შრომითი ექსპერტიზა;
8). პროფესიული შერჩევისათვის;
9). პროგნოზის შეფასება.

ჯანმრთელ ადამინებში ტესტს აქვს დაბალი რისკი გართულებებისა. სხვადასხვა განზოგადებული გამოკვლევებით გამოთვლილია, რომ ყოველ 10 000 გამოკვლევაზე მოდის 1 ფატალური შემთხვევა და 9 სხვადასხვა მძიმე გართულება.

24 საათიანი ეკგ-სა და არტერიული წნევის ამბულატირიულ მონიტორინგს

ჰოლტერის მონიტორირება კვლევის მეთოდია,რომელიც სპეციალური მოწყობილობის ჰოლტერის მონიტორის მეშვეობით, გულის რითმის უწყვეტ ჩაწერას ახორციელებს.კვლევის ამ მეთოდს ამბულატორიულ ელექტროკარდიოგრამასაც უწოდებენ.გულის რიტმის ჩაწერა გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით ხორციელდება. ამ ტესტის ჩატარება ეხმარება ექიმებს შეაფასონ გულის მუშაობა,როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის,ასევე ღამით და მოსვენებულ მდგომარეობა



ორთოსტატიული მაგიდა



ორთოსტატიული მაგიდა –TILT TABLE TEST- გამოკვლევის მეთოდია, რომლის დანიშნულებაა გამოავლინოს და შეაფასოს გონების კარგვის მიზეზები. იგი ადგენს ანდა გამორიცხავს გონების კარგვის ორთოსტატიულ ან ნეირორეფლექსურ მექანიზმს. გამოკვლევის ეს მეთოდი ფართოდ არის დანერგილი საზღვარგარეთ, თუმცა საქართველოში კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ეს გამოკვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ.