სასწრაფო: 2 94 00 11
2 77 07 40

ისტორია


კლინიკის სლოგანია ანზორ მელიას სიტყვები:

„გულის მკურნალი მხოლოდ “გულია“
კლინიკას აქვს საკუთარი ჰიმნიც (რომლის ტექსტიც სპეციალიურად დაწერა ჯანსუღ ჩარკვიანმა, მუსიკის ავტორი მამუკა ჩარკვიანია.)
კარდიოლოგიური კლინიკა „გული“–ს დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კარდიოლოგი ანზორ მელიაა.

- ანზორ მელია დაიბადა 1947 წლის 5 აგვისტოს ქ. ზუგდიდიში, სამედიცინო განათლება მოსკოვში მიიღო, 1972 წელს დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1986-1996 წლებში იგი ქალაქის I საავადმყოფოში ხელმძღვანელობდა კარდიოლოგიურ განყოფილებას, ხოლო 1996 წლის აპრილიდან კარდიოლოგიურ კლინიკა “გული“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. რომელიც წარმოადგენდა პირველ კარდიოლოგიური პროფილის კერძო სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში.
- არის საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, რომელსაც მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი და ჯილდო, გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია.
- 2003წ-ს კლინიკამ საფუძველი ჩაუყარა ინვაზიური რითმოლოგიის განვითარებას. საქართველოში პირველად სწორედ ამ კლინიკაში ჩაიდგა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი და სამკამერიანი პეისმეიკერი, რომელიც თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ამ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის საქვეყნოდ ცნობილ ამერიკულ ფირმა "მედტრონიკს", რომელთანაც კლინიკა გულს გააჩნია ექსკლუზიური ხელშეკრულება.
- ამის დასტურია 2011 წელს მინიჭებული ხარისხის ნიშანი. ასევე კლინიკა გამარჯვებულია ბევრ ნომინაციებში: ნომინაციაში რეპუტაცია და ნდობა, ნომინაციაში ლიდერი, ერის მოამაგეთა დაჯილდოვების ცერემონიალზე სოფლის მაშენებელნი 2010, სამედიცინო კლინიკური ინოვაციებისა და ადამიანთა სიცოცხლეზე განუხრელი ზრუნვისათვის მიენიჭა ტიტული სოფლის მშენებელი - მეცენატი 2010. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ბიზნეს ასამბლიაში და გადაეცა გაერთიანებული ევროპის საერთაშორისო ჯილდო. მისი პირადი წვლილისათვის ევროპული ინტეგრაციის განვითარებაში.
- 2015 წელს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების საერთაშორისო კავშირის მიერ კლინიკას მიერიჭა საპატიო წოდება „დარგის ლიდერი 2015“ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
- 2016 წლის ოქტომბერში ევროპის ბიზნეს ასამბლეამ, სოკრატეს კომიტეტმა კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ წარადგინა პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე ჯანდაცვის სფეროში ნომინაციაზე „საუკეთესო კლინიკა“, ეს იყო აღიარება კლინიკის ბრწყინვალე რეპუტაციის, საიმედო და ეფექტური მკურნალობის მეთოდიკის, მაღალი პროფესიული გუნდის და კლინიკის თანამედროვე ტექნოლოგიებისა. ეს ჯილდო კლინიკას გადაეცა ევროპული დაჯილდოვების საღამოზე ხარისხის მართვისა და მენეჯმენტის ფორუმის ფარგლებში საფრანგეთში ქალაქ კანში. პროფესორ ანზორ მელიას მიენიჭა „საუკეთესო მენეჯერი“-ს წოდება და დაჯილდოვდა მედლით.
- კლინიკა აღჭურვილია ახალი თანამედროვე აპარატურით და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. დაკომპლექტებულია გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ექიმებით. კარდიოლოგიური კლინიკა ,,გული" არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც პაციენტებს უქმნის თბილ და მყუდრო გარემოს. პროფესიონალიზმი და მომსახურების მაღალი ხარისხი არის ის მიზეზი, რომლის გამოც კლინიკას უამრავი მადლიერი და კმაყოფილი პაციენტი ყავს.