სასწრაფო: 2 94 00 11
2 77 07 40

კარდიოლოგია

საერთო რეჟიმის კარდიოლოგიური განყოფილება გაშლილია 22 საწოლზე და მოიცავს კომფორტაბელურ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტთათვის საჭირო ყველა ტიპის აპარატურით აღჭურვილ პალატებს.
დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალი კლასის, გამოცდილი სამედიცინო პერსონალით.

კარდიოლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობა ტარდება უახლესი ევროპული და ამერიკული გაიდლაინების შესაბამისად, მკურნალობას გადიან შემდეგი ნოზოლოგიების მქონე პაციენტები:
1. მიოკარდიუმის ინფარქტი;
2. სტენოკარდია;
3. არტერიული ჰიპერტენზია;
4. გულის რითმის დარღვევა;
5. გულის უკმარისობა;
6. კარდიტები;
7. კარდიომიოპათიები.

კარდიოლოგიურ დეპარტამენტში ტარდება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტთათვის საჭირო ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევები და სხვა თანმხლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციები:
1. ნევროპათოლოგი;
2. ენდოკრინოლოგი;
3. ნეფროლოგი;
4. ინფექციონისტი;
5. სისხლძარღვთა ქირურგი;
6. რითმოლოგი;
7. უროლოგი;
8. ზოგადი ქირურგი;
ინფარქტგადატანილი და გულის უკმარისობის მქონე პაციენტთათვის ხორციელდება კარდიორეაბილიტაცია სპეციალური,ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამების მიხედვით. სამკურნალო ვარჯიშები და მასაჟი.
გაწერილი პაციენტები იმყოფებიან ხანგრძლივ ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე.


ლუქს პალატები
კარდიოლოგიურ დეპარტამენტში განთავსებულია კომფორტული, თანამედროვე სტანდარტებით გაწყობილი ლუქს პალატები, სადაც შექმნილია სრული კომფორტი პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მყუდრო გარემოსათვის.

ინტენსიური თერაპიის ბლოკი - რეანიმაცია
კლინიკაში ფუნქციონირებს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებები, სადაც ხდება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ინტენსიური მკურნალობა და მონიტრინგი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ. ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილება გაშლილია 22 საწოლზე (8 – კარდიორეანიმაციის და 14 ინტენსიური თერაპიის). თითოეული მაღალტექნოლოგიური საწოლი დაკომპლექტებულია უმაღლესი კლასის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით (DRAGER, VELA) და მონიტორული სისტემებით, რომლებიც განაპირობებენ სასუნთქი სისტემის, პერიფერიული და ცენტრალური ჰემოდინამიკის უწყვეტ მონიტორინგს. რიანიმაციული დარბაზები უზრუნველყოფილია სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით და ახალი თანამედრივე სავენტილაციო სისტემით.

აღსანიშნავია და ძალიან მიმზიდველია, კლინიკის შუაგულში განთავსებული პატარა სკვერი, სადაც პაციენტებს შეუძლიათ პალატიდან გასვლა და დასვნება სუფთა ჰაერზე.