სასწრაფო: 2 94 00 11
2 77 07 40

პირადი კარდიოლოგის სამსახური

ცოტა ხნის წინ კლინიკა გულის ბაზაზე შეიქმნა პირადი კარდიოლოგის დეპარტამენტი. პაციენტს საშუალება ეძლევა ჰყავდეს პირადი კარდიოლოგი რომელსაც ენდობა, პირადი კარდიოლოგი უშუალოდ წარმართავს მის მკურნალობას კარდიოლოგიური პროფილით. პაციენტს შეუძლია 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს პირად კარდიოლოგს, მიიღოს კონსულტაცია ან მის სტაციონარში გადაყვანის საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს კლინიკის შერჩევაში და მონაწილეობა მიიღოს მის შემდგომ მკურნალობაში. არაკარდიოლოგიური პრობლემების არსებობისას, პირადი კარდიოლოგი უზრუნველყოფს სხვა პროფილის ექიმის კონსულტაციას. პირადი კარდიოლოგის პაციენტებს კლინიკაში გარკვეული ფასდაკლებით მკურნალობენ. რამდენიმე ათეული სახის მომსახურება 40-50% ფასდაკლებით სრულდება. ასევე დეპარტამენტი უზრუნველყოფს ბინაზე ფართო სპექტრის ლაბორატორიულ, ინსტრუმენტულ გამოკვლევებს, ნებისმიერი ვიწრო სპეციალისტის კონსულტაციას სახლის პირობებში. პირადი კარდიოლოგი არის გარანტი კარდიოლოგიური დაავადების პრევენციაში.