სასწრაფო: 2 94 00 11
2 77 07 40

კათეტერიზაციის ლაბორატორია

კარდიოლოგიურ კლინიკა „გულში“ 2005 წლიდან ფუნქციონერებს კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც მუშაობს მაღალკვალიფიკაციური მედპერსონალი, რაც პროცედურების წარმატებით ჩატარების საშუალებას იძლევა. დღეისათვის ლაბორატორიაში დგას უმაღლესი დონის აპარატურა და ტარდება შემდეგი დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები:
• კორონაროგრაფია
• ვენტრიკულოგრაფია
• შუნტოგრაფია
• კორონარული ანგიოპლასტიკა
• თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია
• ზედა და ქვედა კიდურების ანგიოგრაფია
• „კავა ფილტრის“ იმპლანტაცია


თანამედროვე კარდიოლოგიაში გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის აუცილებელ სტანდარტს წარმოადგენს კორონაროგრაფია და ანგიოპლასტიკა, რაც კლინიკა „გული“-ში ტარდება ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში. ყოველწლიურად კეთდება 1 800 კორონაროგრაფია და 800 ანგიოპლასტიკა.


რა არის კორონაროგრაფია?

ექიმი გთავაზობთ კორონაროგრაფიას (გულის სისხძარღვების ანგიოგრაფიას) რათა ზუსტად დადგინდეს კორონარული (გულის მკვებავი სისხლძაღვების) არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების მდებარეობა, ხარისხი და შეირჩეს ადექვატური მკურნალობა.
ათეროსკლეროზი – ეს არის დაავადება, რომელიც აზიანებს ორგანიზმის მკვებავ სისხლძარღვებს, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სისხლძარღვების შიდა გლუვი ზედაპირი ათეროსკლეროზის დროს განიცდის ცვლილებებს – ის უხეშდება და მასზე ილექება ცხიმოვანი ნივთირებები (ქოლესტერინი), რის შედეგადაც დროთა განმავლობაში წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქი. აღნიშნული ფოლაქი ავიწროვებს სისხლძარღვის სანათურს და ხელს უშლის მასში სისხლის მოძრაობას, ეს კი იწვევს ორგანოთა ჟანგბადით მომარაგების შემცირებას, ანუ იშემიას. ამ პროცესის პირველ სიგნალს წარმოადგენს სტენოკარდია – ტკივილი გულმკერდის არეში, მოჭერის, ზეწოლის, წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან ან ორივე ხელში, დისკომფორტი ბეჭის არეში, სუნთქვის გაძნელება, მოხრჩობის შეგრძნება.
კორონარული არტერიის სრულ დახშობას მოჰყვება მიოკარდიუმის ინფარქტი, რომლის დროსაც გულის კუნთის ის ნაწილი, რომელსაც სისხლით ამარაგებდა დახშული კორონარული არტერია, განიცდის კვდომას და შემდგომში მის ადგილას ყალიბდება ნაწიბუროვანი ქსოვილი. იმ შემთხვევაში, თუ გულის კუნთის დიდი უბანია დაზიანებული („მკვდარი”), დროთა განმავლობაში ვითარდება გულის უკმარისობა.


როგორ ტარდება კორონაროგრაფია?

პროცედურა ტარდება სპეციალიზირებულ, მაღალტექნოლოგიური რენტგენოსკოპიით აღჭურვილ ლაბორატორიაში. პროცედურის დროს სპეციალური კათეტერი თავსდება ბარძაყის ან სხივის არტერიაში. ამ კათეტერის დახმარებით სპეციალური რენტგენო-კონტრასტული ნივთიერება შეყავთ სისხლძარღვში და ღებავენ მას, რათა სისხლძარღვი რენტგენის სხივებისათვის ხილული გახდეს. პროცედურის დასასრულს თქვენ საშუალება გექნებათ ნახოთ თქვენი გულის სისხლძარღვების სურათი.



რა არის ანგიოპლასტიკა?

ანგიოპლასტიკას (სტენტირება) სტენოკარდიის და მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალო დანიშნულება აქვს. სტენტირება ინვაზიური პროცედურაა და ზუსტად იგივე პრინციპით ტარდება, როგორც კორონაროგრაფია. ამ პროცედურის დროს გამოიყენება სპეციალური კათეტერი, რომლის ბოლოზეც მდებარეობს პატარა ბალონი, რაზედაც წამოცმულია სტენტი (ლითონის სპირალურ ბადე). აღნიშნული კათეტერი ექიმს პერიფერიული არტერიიდან მიჰყავს კორონარული არტერიის შევიწროვების/დახშობის ადგილამდე. ბალონის გაბერვას მოჰყვება სისხლძარღვის შევიწროვებული/დახშული მონაკვეთის გაფაროვება და იმ ადგილას სტენტის გაშლა. იგი რჩება სისხლძარღვის კედელზე. შედეგად, დაზიანებულ არტერიაში აღდგება სისხლის დინება. შევიწროვებულ სისხლძარღვში შეიძლება მოთავსდეს ერთი ან მეტი სტენტი დაზიანების ხარისხისა და რაოდენობის შესაბამისად.



აორტოგრაფია

აორტოგრაფია არის დინამიური კვლევა, მუცლის აორტის და ქვემო კიდურების არტერიების. ეს კვლევა იძლევა საშუალებას რეალურ დროში ინახოს კონტრასტის მოძრაობა არტერიებში. აორტოგრაფია ითვლება ოქროს სტანდარტად ქვემო კიდურების არტერიების კვლევაში.