სასწრაფო: 2 94 00 11
2 77 07 40

ელექტროფიზიოლოგია და პეისმეიკერი


პეისმეიეკრის იმპლანტაცია




პეისმეიკერი ან ხელოვნური რითმის წამყვანი (გულის ელექტრული იმპულსების წყაროს ბუნებრივ პეისმეიკერს უწოდებენ) წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობას, რომელიც უზრუნველყოფს მიოკარდში ელექტრული იმპულსის მიტანას ელექტროდი-გადამწოდების საშუალებით. ამ უნიკალური სისტემის საშუალებით გულის კუნთი იკუმშება და აგრძელებს ორგანიზმის ჰემოდინამიკის შენარჩუნებას.
პეისმეიკერის უმთავრესი მიზანია შეინარჩუნოს გულისცემის საჭირო სიხშირე, თუ ნატურალური პეისმეიკერი არასაკმარის სიხშირეს გამოიმუშავებს ან გამტარი სისტემის დაზიანების გამო ელ. იმპულსი გულის კუნთამდე ვერ აღწევს. თანამედროვე პეისმეიკერი გარედან პროგრამირებადია და ექიმს საშუალებას აძლევს თითოეულ პაციენტს შეურჩიოს სტიმულაციის ოპტიმალური რეჟიმი. იმპლანტირებადი პეისმეიკერის პირველი კლინიკური იმპლანტაცია ჩატარდა 1958 წელს კაროლინსკის ინსტიტუტში (სოლნა, შვეცია) ქირურგ Ake Senning- ის მიერ. არნე ლარსონი, პირველი პაციენტია, რომელმაც 86 წლის ასაკამდე მიაღწია პეისმეიკერის დახმარებით და იცოცხლა გამომგონებელსა და ქირურგზე გაცილებით დიდხანს. მას 26-ჯერ შეუცვალეს იმპლანტირებადი მოწყობილობა, რადგან თავდაპირველად პეისმეიკერის ბატარეა დიდხანს ვერ მუშაობდა. ამჟამად პეისმეიკერის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მაღალია.

იმპლანტაციის პროცედურა

მუდმივი ელექტრული სტიმულაციის დროს იმპლანტირებადი პეისმეიკერის ელექტროდები დგება გულის ერთ, ორ ან სამ კამერაში ვენის, ძირითადად, ლავიწქვეშა ვენის გავლით; ხოლო თვითონ პეისმეიკერი თავსდება ლავიწვეშ, ქირურგიულად შექმნილ კანქვეშა ჯიბეში. პროცედურა გამარტივებულია ფლუოროსკოპით (რენტგენით), რაც შესაძლებლობას იძლევა თვალი მივადევნოთ ელექტროდის გზა. მას შემდეგ რაც ელექტროდი კარგად დაფიქსირდება გულის შესაბამის ღრუში, ელექტრული სადენის მეორე ბოლო უკავშირდება პეისმეიკერის გენერატორს.
მუდმივი პეისმეიკერის სამი ძირითადი ტიპის არსებობს. მათი კლასიფიკაცია ხდება ფუნქციის, სტიმულირებული კამერების რაოდენობის და ძირითადი ზემოქმედების მექანიზმის მიხედვით.

• ერთკამერიანი პეისმეიკერი - ერთი მასტიმულირებელი სადენი მოთავსებულია გულის კამერაში, წინაგულში ან პარკუჭში.
• ორკამერიანი პეისმეიკერი - ელ. გადამწოდი, სადენი მოთავსებულია გულის ორ კამერაში, ერთი სადენი ასტიმულირებს წინაგულს და ერთი პარკუჭს. ეს ტიპი ყველაზე მეტად ჰგავს გულის ბუნებრივ ელექტრულ სტიმულაციას, რადგან ეხმარება წინაგულების და პარკუჭების კოორდინირებულად ფუნქციონირებას.
• სიხშირე -მგრძნობიარე პეისმეიკერი - პეისმეიკერს შეუძლია იგრძნოს პაციენტის ფიზიკური აქტივობა და ავტომატურად დაარეგულიროს ელექტროსტიმულაციის სიხშირე, რათა გულისცემის სიხშირე შეესაბამოს ორგანიზმის მეტაბოლურმოთხოვნებს.
პროცედურა საშუალოდ 30- დან 90 წუთამდე გრძელდება. ოპერაციული თუ პოსტოპერაციული გართულებები ძალზე დაბალია, მაგრამ ექიმი პროცედურის წინ დეტალურად გაგაფრთხილებთ ყველა შესაძლო გართულების შესახებ, ან მოგცემთ წერილობითი ფორმით (იხ. თანხმობა პეისმეიკერის იმპლანტაციაზე) . პროცედურის შემდეგ პაციენტმა უნდა მოუაროს ჭრილობას და დაიცვას პეისმეიკერი მექანიკური დაზიანებისგან. ოპერაციის წინ პაციენტს ეძლევა მედიკამენტი რელაქსაციისთვის, ხოლო ოპერაციის შემდგომ ინიშნება ანტიბიოტიკი ინფექციური გართულების პრევენციისათვის.

ექიმთან საკონტროლო შეხვედრაზე პეისმეიკერი მოწმდება პროგრამერის გამოყენებით, რომელსაც შეუძლია დაუკავშირდეს აპარატს და საშუალება მისცეს ექიმს შეაფასოს სისტემის გამართული მუშაობა.

პეისმეიკერი მუშაობს ლითიუმის ბატარეის საშუალებით, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივად გადასცემს პეისმეიკერის სისტემას საჭირო ენერგიას. თანამედროვე პეისმეიკერების სიცოცხლის ხანგრძლივობა 5-15წელია. პეისმეიკერის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ელექტროდის ქრონიკულ ელ. პარამეტრებზე, თუ რამდენს მუშაობს პეისმეიკერი, როგორია მისი ფუნქციური დატვირთვა და სხვა. მას შემდეგ რაც პეისმეიკერის ბატარეა ამოწურავს ენერგიას, პეისმეიკერის კორპუსი უნდა შეიცვალოს. აპარატის გამოცვლა მარტივი პროცედურაა, ვიდრე საწყისის ჩაყენება, რადგან არ მოითხოვს სადენების იმპლანტაციას.

პაციენტის საიდენტიფიკაციო ბარათი

იმპლანტაციის შემდგომ პაციენტს გადაეცემა ბარათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პაციენტზე (საწყისი სიმპტომი, ეკგ, ეტიოლოგია), პეისმეიკერის ცენტრი (ექიმი, კლინიკა), IPG (სიხშირე, მოდელი, იმპლანტაციის თარიღი, მწარმოებელი, ტიპი) და სადენების ტიპი.
ცხოვრება იმპლანტაციის შემდგომ იმპლანტაციის შემდგომ ცხოვრება გრძელდება. პაციენტის ცხოვრების წესი დიდ ცვლილებებს არ განიცდის პეისმეიკერის ჩაყენების შემდეგ რამოდენიმე გამონაკლისის გარდა: იგი უნდა მოერიდოს სპორტის გარკვეულ სახეობებს (მაგ. კონტაქტური სპორტი) და მაგნიტურ ველში მოხვედრას (შედუღება სპეციალური აღჭურვილობით, მაგრნიტურ რეზონანსული კომპიუტერული ტომოგრაფია (MRI)). ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია ბოლო თაობის პეისმეიკერებში. უკვე შექმნილი და კლინიკურად აპრობირებულია რეზისტენტული ელექტროდები და პეისმეიკერები. თუმცა აუცილებელია გარკვეული უსაფრთხოების ნორმების დაცვა. შესაბამისად, ექიმთან ვიზიტისას ყოველთვის უნდა მიაწოდოთ მას ინფრომაცია თქვენი პეისმეიკერის შესახებ.
ზოგადად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა არ ზემოქმედებს პეისმეიკერის მუშაობაზე. რამოდენიმე გამონაკლისის გარდა. მობილური ტელეფონი არ აზიანებს პულსის წარმომქმნელს და არ ახდეს ზემოქმედება პეისმეიკერის მოშუაობაზე. თუმცა გასათვალისწინებელია 2008 წლის ამერიკული კვევის მონაცემები: ყურსასმენის მაგნიტმა, რომელიც მოთავსებულია პეისმეიკერის კორპუსიდან 1 ინჩის (2.54სმ) დაშორებით, შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს პეისმეიკერის კორპუსზე.

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი - პეისმეიკერის მსგავსი მოწყობილობა პეისმეიკერის და და კიდევ სხვა ფუნქციით...

იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი წარმოადგენს პეისმეიკერის მსგავს მოწობილობას, რომელიც პეისმეიკერის მსგავსად დგება ლავიწქვეშა მიდამოში კანქვეშ და ასევე ვენური სისხლძარვების გამოყენებით, ელექტროდების საშუალებით, უკავშირდება გულის ღუებს. განსხვავებით პეისმეიკერისაგან, მისი დანიშნულებაა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არითმიების გამოცნობა და მკურნალობა. შესაბამისად ვამბობთ, რომ იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი- ICD (Implanted Cardioverter-Defibrilator), რომელსაც ხშირად შემოკლებით უწოდებენ, უეცარი კარდიული სიკვდილის ანუ უეცარი გულის გაჩერების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშუალებაა ამბულატორიულ პირობებში, როდესაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარება შეუძლებელია.

კათეტერული აბლაცია

კათეტერული აბლაცია ინვაზიური პროცედურაა, რომელიც გამოიყენება არითმიის გარკვეული ტიპის სამკურნალოდ. აბლაციას ექვემდებარება ისეთი არითმიები, როგორიცაა წინაგულთა ფიბრილაცია, წინაგულთა თრთოლვა, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ვოლფ- პარკინსონ- უაიტის სინდრომი (WPW). კათეტერული აბლაციის ორი ტიპი არსებობს: რადიოსიხშირული და კრიოაბლაცია.
კათეტერული აბლაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ არითმია ვერ კონტროლდება მედიკამენტების გამოყენებით.
კათეტერულ აბლაცია წარმატებული ინვაზიური ჩარევაა. წარმატების სიუხშირე მაგალითადად, WPW დროს 95%, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის და წინაგულთა თრთოლვისას 95-98%, ხოლო ავტომატური წინაგულოვანი ტაქიკარდის შემთხვევაში 70-90%-ია. პოტენციური გართულება მოიცავს სისხლდენას, თრომბს, პერიკარდიულ ტამპონადას, გულის ბლოკადას, მაგრამ ეს რისკი ძალიან დაბალი და მერყეობს 0,5-3% შორის.
კათეტერული აბლაციის დროს ელექტრული კათეტერი და ხშირად რამოდენიმე კათეტერი ბარძაყის ვენის გავლით, თავსდება გულის ღრუებში. ელექტრული იმპულსის საშუალებით ხდება კლინიკური არითმიის გამოწვევა, რათა შეისწავლონ არითმოგენული სუბსტრატის ბუნება, მდებარეობა, გართულებეის რისკი. შემდგომ არითმიის სუბსტრატზე მიეწოდება რადიოსიხშირული ან კრიო ენერგია, რომლის შედეგადა მიოკარდის ქსოვილი გადახურდება და დანეკროზდება. კათეტერული აბლაცია ტარდება ელექტროფიზიოლოგის მიერ კათეტერიზაციის ლაბორატორიაში. კათეტერული აბლაციის შემდეგ პაციენტი გდადის კარდიოინტენსიურ ნაწილში, სადაც მათ არ აქვთ უფლება იმოძრაონ 4-6 საათი. მოძრაობის შემცირება ხელს უშლის სისხლდენას კათეტერიზაციის ადგილიდან. მეორე დღიდან პაციენტი უბრუნდება ჩვეულ დატვირთვას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.