სასწრაფო: 2 94 00 11
2 77 07 40

რეზიდენტურა


კარდიოლოგიური კლინიკა „გული“-ს ბაზაზე 2012 წლიდან მოქმედებს აკრედიტებული სარეზიდენტო პროგრამა „კარდიოლოგია“. კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია, დაწესებულების უახლესი აღჭურვილობა და მუდმივად დატვირთულ კლინიკურ ბაზაზე მიმდინარე თეორიული და პრაქტიკული სწავლება საერთაშორისო დონის კარდიოლოგის მომზადების საუკეთესო პირობებს ქმნის. პროგრამის მსმენელები რეზიდენტურის სასწავლო მოდულებს გადიან როგორც კარდიოლოგიურ კლინიკა „გულის“ ბაზაზე, აგრეთვე მასთან აფილირებულ თბილისისა და რუსთავის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, მაღალკვალიფიციური პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ.

სარეზიდენტო პროგრამის ყოველი მსმენელი კლინიკის პოტენციურ თანამშრომლად მოიაზრება. კურსდამთავრებულთა დიდმა უმრავლესობამ სამედიცინო საქმიანობა წარმატებით განაგრძო კარდიოლოგიურ კლინიკა „გულში“.


კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ კვლავ აცხადებს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაციას საექიმო სპეციალობაში - კარდიოლოგია. რეგისტრაციაში მონაწილეობისათვის საექიმო სპეციალობის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება (იხ. დანართი 1)
2. საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა (მოწმობა და მოწმობის ასლი);
3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი და დიპლომის ასლი);
4. ავტობიოგრაფია (CV);
5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (მოწმობა და მოწმობის ასლი);
6. 1 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
7. ექიმ-სპეციალისტებისთვის –დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (სერტიფიკატი და ასლი).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კარდიოლოგიური კლინიკა „გულს“ მისამართზე: თბილისი, წინანდლის ქ.9, ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 5 93 39 32 40, 5 51 00 76 55.