სასწრაფო: 2 94 00 11
2 77 07 40

ხარისხი


ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელობამ საქართველოში - ააიპ “ხარისხის ნიშანი”- მა კარდიოლოგიურ კლინიკა „გულს“ ხარისხის მენეჯმენტისა და მის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის უმაღლესი დონისათვის მიანიჭა უფლება გამოიყენოს ხარისხის ნიშანი. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კლინიკაში შექმნილია სამედიცინო ხარისხის მართვის სამსახური, რომელიც ახორციელებს მომსახურების ხარისხის კონტროლს.
ხარისხის მართვის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს:
1. კლინიკის ხელმძღვანელობის და კლინიკის სამედიცინო პერსონალის დროული და ადეკვატური ინფორმირება სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე ;
-პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა და პერიოდული მონიტორინგი;
-პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამედიცინო მომსახურების ხარისიხის გაუმჯობესების და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და დანერგვა; -უზრუნველყოს ხარისხის მართვის სისტემის გამართული ფუნქციონირება და განახორციელოს კონტროლი, მონიტორინგი შემდეგ საკითხებზე:


ა) სანებართვო პირობების შესრულება;
ბ) ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის გამართული მუშაობა;
გ) სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია;
დ) სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფა;
ე) ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა;
ვ) ქვეყანაში აღიარებული სტანდარტების (გაიდლაინი, პროტოკოლი) სამედიცინო მომსახურების პროცესში გამოყენება;
ზ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
თ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დროული და მართებული წარმოება;
ასევე დროულად უზრუნველყოს:

ა)კანონმდებლობით განსაზღვრულ სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების, კერძოდ:
ჰოსპიტალიზაციის, საწოლზე დაყოვნების, საწოლის დატვირთვის, საწოლის ბრუნვის, ინციდენტობის, ნოზოკომიური (ჰოსპიტალური) ინფექციების, ლეტალობის (მათ შორის პოსტოპერაციული) მაჩვენებლების დანერგვა, შეფასება, ანალიზი, რეაგირება;
ბ) პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასების მონიტორინგი და ანალიზი;
გ) სამედიცინო საქმიანობის დროს დაშვებული (მათ შორის, მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებული) შეცდომების მონიტორინგი და მართვა;
ხარისხის მართვის სამსახურს ევალება მონაწილეობა მიიღოს ეთიკური საკითხების განხილვაში. აუცილებელი წესით აღრიცხოს და შეისწავლოს შემდეგი შემთხვევები:

ა) ლეტალური გამოსავალი;
ბ) პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;
გ) სამედიცინო შეცდომა/სამედიცინო გადაცდომა;
დ) ნოზოკომიური ინფექცი(ებ)ის დადასტურებული შემთხვევა;
ე) პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი; ვ) სტატისტიკურად ხშირი გართულება;
ზ) რეჰოსპიტალიზაცია იგივე დიაგნოზით;
თ) საწოლზე დაყოვნების გახანგრძლივება;