• თბილისი, წინანდლის 9
  • ზუგდიდი, გამსახურდიას 36
  • 10:00 - 6:00

N1 კერძო კარდიოლოგიური კლინიკა

საქართველოში

ანზორ მელია

თქვენი სიცოცხლის სადარაჯოზე

წინასწარ ჩაწერა: 032 2 77 62 62

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვადგენთ სტანდარტებს კარდიოლოგიის სფეროში

ჩვენ შესახებ

25 წელი თქვენ გვერდით

საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ამბულატორიულ, სტაციონალურ, ქირურგიულ თუ პირადი კარდიოლოგის პირობებში.

კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, ევროპის სტანდარტებს მორგებული აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმთა გუნდით, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის უმაღლესი ხარისხით მკურნალობაზე.

ისტორია

გულის მკურნალი მხოლოდ გულია

კლინიკას აქვს საკუთარი ჰიმნიც (რომლის ტექსტიც სპეციალიურად დაწერა ჯანსუღ ჩარკვიანმა, მუსიკის ავტორი მამუკა ჩარკვიანია.)
კარდიოლოგიური კლინიკა „გული“–ს დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კარდიოლოგი ანზორ მელიაა.



კარდიოლოგიური კლინიკა „გული“–ს დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კარდიოლოგი ანზორ მელიაა. - ანზორ მელია დაიბადა 1947 წლის 5 აგვისტოს ქ. ზუგდიდიში, სამედიცინო განათლება მოსკოვში მიიღო, 1972 წელს დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1986-1996 წლებში იგი ქალაქის I საავადმყოფოში ხელმძღვანელობდა კარდიოლოგიურ განყოფილებას, ხოლო 1996 წლის აპრილიდან კარდიოლოგიურ კლინიკა “გული“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. რომელიც წარმოადგენდა პირველ კარდიოლოგიური პროფილის კერძო სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში.

- არის საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, რომელსაც მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი და ჯილდო, გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია.
- 2003წ-ს კლინიკამ საფუძველი ჩაუყარა ინვაზიური რითმოლოგიის განვითარებას. საქართველოში პირველად სწორედ ამ კლინიკაში ჩაიდგა კარდიოვერტერ - დეფიბრილატორი და სამკამერიანი პეისმეიკერი, რომელიც თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ამ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის საქვეყნოდ ცნობილ ამერიკულ ფირმა "მედტრონიკს", რომელთანაც კლინიკა გულს გააჩნია ექსკლუზიური ხელშეკრულება.
- ამის დასტურია 2011 წელს მინიჭებული ხარისხის ნიშანი. ასევე კლინიკა გამარჯვებულია ბევრ ნომინაციებში: ნომინაციაში რეპუტაცია და ნდობა, ნომინაციაში ლიდერი, ერის მოამაგეთა დაჯილდოვების ცერემონიალზე სოფლის მაშენებელნი 2010, სამედიცინო კლინიკური ინოვაციებისა და ადამიანთა სიცოცხლეზე განუხრელი ზრუნვისათვის მიენიჭა ტიტული სოფლის მშენებელი - მეცენატი 2010. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ბიზნეს ასამბლიაში და გადაეცა გაერთიანებული ევროპის საერთაშორისო ჯილდო. მისი პირადი წვლილისათვის ევროპული ინტეგრაციის განვითარებაში.
- 2015 წელს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების საერთაშორისო კავშირის მიერ კლინიკას მიერიჭა საპატიო წოდება „დარგის ლიდერი 2015“ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
- 2016 წლის ოქტომბერში ევროპის ბიზნეს ასამბლეამ, სოკრატეს კომიტეტმა კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ წარადგინა პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე ჯანდაცვის სფეროში ნომინაციაზე „საუკეთესო კლინიკა“, ეს იყო აღიარება კლინიკის ბრწყინვალე რეპუტაციის, საიმედო და ეფექტური მკურნალობის მეთოდიკის, მაღალი პროფესიული გუნდის და კლინიკის თანამედროვე ტექნოლოგიებისა. ეს ჯილდო კლინიკას გადაეცა ევროპული დაჯილდოვების საღამოზე ხარისხის მართვისა და მენეჯმენტის ფორუმის ფარგლებში საფრანგეთში ქალაქ კანში. პროფესორ ანზორ მელიას მიენიჭა „საუკეთესო მენეჯერი“-ს წოდება და დაჯილდოვდა მედლით.
- კლინიკა აღჭურვილია ახალი თანამედროვე აპარატურით და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. დაკომპლექტებულია გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ექიმებით. კარდიოლოგიური კლინიკა ,,გული" არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც პაციენტებს უქმნის თბილ და მყუდრო გარემოს. პროფესიონალიზმი და მომსახურების მაღალი ხარისხი არის ის მიზეზი, რომლის გამოც კლინიკას უამრავი მადლიერი და კმაყოფილი პაციენტი ყავს.

კარდიოლოგიური კლინიკა გულის ამბოლატორიული დეპარტამენტი გთავაზობთ თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის სრული დაცვით, ამბულატორიულ მომსახურებას.

კლინიკა გულის კარდიოლოგიური დეპარტამენტი ატარებს ყველა სახის დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს და მკურნალობას გულის სხვადასხვა პათოლოგიით დაავადებული პაციენტებისთვის. მკურნალობა ტარდება უახლესი ევროპული და ამერიკული გაიდლაინების შესაბამისად.

კარდიოქირურგია - როგორც მაღალტექნოლოგიური დარგი საჭიროებს შესაბამის, გამოცდილ კადრებს. სწორედ ამ მიზნით კლინიკაში მოწვეულნი არიან ექიმები საქართველოსა და ევროპის წამყვანი კლინიკებიდან, რამაც საშუალება მოგვცა აგვეთვისებინა საწყისი ეტაპიდან კარდიოქირურგიის სრული სპექტრი.

კლინიკა გულის რითმოლოგიის დეპარტამენტში წარმოებს გულის რითმის მწვავე, ქრონიკული და თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენა, აღრიცხვა და შემდგომი მედიკამენტური თუ ინვაზიური კორექცია.

არდიოლოგიურ კლინიკა „გულში“ 2005 წლიდან ფუნქციონერებს კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც მუშაობს მაღალკვალიფიკაციური მედპერსონალი, რაც პროცედურების წარმატებით ჩატარების საშუალებას იძლევა.

კარდიოლოგიური კლინიკა „გული“-ს ლაბორატორია აღჭურვილია თანამედორვე ინვენტარითა და აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს სწაფად და ხარისხიანად ვუზრუნველყოთ პაციენტთა მომსახურება.

ჩვენი მისიაა

ევროპული სტანდარტების დანერგვა

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა

მაღალტექნოლოგიურ პროცედურებზე ორიენტირება

მკურნალობის ეფექტურობის მუდმივი ზრდა

გართულებებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა