კორონაროგრაფია
კორონაროგრაფია ეს არის რენტგენო-კონტრასტული კვლევის მეთოდი ,რომელიც ტარდება სპეციალურ საოპერაციოში ექიმი - ინტერვენციონისტ კარდიოლოგის მიერ .კორონაროგრაფია ფაქტიურად უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც ხორციელდება კანქვეშა ქსოვილის ადგილობრივი გაუტკივარებით. კორონაროგრაფიის ჩატარება შეიძლება, როგორც ქვემო ასევე ზემო კიდურის მაგისტრალური სისხლძარღვიდან. გაუტკივარების შემდეგ ექიმს სისხლძარღვში შეჰყავს სპეციალური კათეტერი, ხოლო ამ კათეტერიდან შემდგომში რენტგენის კონტროლით ხდება უფრო მცირე კათეტერის შეყვანა გულის მკვებავი - კორონარული სისხლძარღვების სათავეში. კათეტერის საშულებით კორონარულ სისხლძარღვებში ხორციელდება სპეციალური კონტრასტული ნივთიერების შეყვანა, ეს ნივთიერება რენტგენის სხივს არ ატარებს ამიტომ რენტგენოგრაფიისას ჩანს სისხლძარღვის სანათური ,ვხედავთ თუ რა მდგომარეობაშია სისხლძარღვის შიგნითა შრე , არის თუ არა შევიწროვებული სისხლძარღვის სანათური ან ფიქსირდება თუ არა კორონარული არტერიის სხვა პათოლოგია. ამის შემდეგ ხდება რენტგენოგრაფიული ჩანაწერის ანალიზი და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრა. კორონაროგრაფია წარმოადგენს გულის მკვებავი სისხლძარღვების შეფასების უზუსტეს მეთოდს. აღნიშნული პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 15-20 წთ-ს. კორონაროგრაფიის შემდგომ ხდება კათეტერების ამოღება , ნაჩხვლეტის არის ხელით ზეწოლა და კომპრესიული ნახვევის დადება. ნაჩხვლეტიდან სისხლდენის პრევენციის მიზნით აუცილებელია, რომ პაციენტი კლინიკაში დაყოვნდეს 8-12 საათის განმავლობაში. დღესდღეობით არსებობს ნაჩხვლეტის დამხურავი სხვადასხვა საშულებებიც, რომლებიც ამცირებენ საწოლში დაყოვნების პერიოდს კორონარული სტენტირება- არის კორონარულ (გულის კუნთის მკვებავ) სისხლძარღვში სტენტის იმპლანტაცია.
რა შემთხვევაში დგება კორონარული ინტერვენციის ჩატარების აუცილებლობა ?
კორონარული ინტერვენციის აუცილებლობას განსაზღვრავს პაციენტის მკურნალი ექიმი კარდიოლოგი , აუცილებელია, რომ პაციენტმა კარდიოლოგს მიმართოს დროულად ჩივილების არსებობის შემთხვევაში . ხშირ შემთხვევაში ეს არის უსიამოვნო შეგრძნება გულ- მკერდის ან ყელის მიდამოში , ხანდახან მარცხენა ხელში გადაცემით,ადვილად დაღლა ქოშინი ფიზიკური აქტივობისას.ხანდახან სიმპტომები შეიძლება იყოს წაშლილი ამიტომ საჭიროა ექიმთან დროული ვიზიტი და დაავადების ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება.
უნდა გამოირიცხოს თვითმკურნალობა,რასაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვება გულის კუნთის ინფარქტი და სწრაფი ჰოსპიტალიზაცია - კორონაროგრაფია, კორონარული სტენტირება. დაავადების შორსწასულ შემთხვევებში კორონარული არტერიების სტენტირების განხორციელება შეუძლებელი ხდება, სისხლძარღვთა მრავლობითი დაზიანებების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში ტარდება ღია ქირურგიული ოპერაცია - აორტო-კორონარული შუნტირება, რომელსაც ატარებს კარდიოქირურგი.
რამდენი ხნით ხდება პაციენტის დაყოვნება კლინიკაში აღნიშნული ჩარევის შემდეგ?
ჩვეულებრივ , პაციენტის კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობა 2-5 დღემდეა, თუმცა ეს დამოკიდებულია ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე და დაავადების ხარისხზე. უმეტეს შემთხვევებში კორონაროგრაფიული კვლევა ტარდება ტრანსრადიალური მიდგომით (ზემო კიდურის ერთ-ერთი სისხლძარღვის საშულებით). ამ შემთხვევაში შესაძლებელია პაციენტის გაეწეროს პროცედურიდან რამოდენიმე საათში. სტენტირების შემთხვევაში პაციენტ გააჩნია პაციენტის მდგომარეობას, გეგმიურ შემთხვევაში კი პაციენტი ბინაზე ეწერება ოპერაციიდან მეორე დღეს. მიოკარდიუმის (გულის)ინფარქტის ,მძიმე დაზიანების შემთხვევაში პაციენტის კლინიკაში დაყოვნების დრო შესაძლებელი გახანგრძლივდეს რამოდენიმე კვირით .