კორონარული შუნტირება
შუნტირება - აორტო-კორონარული შუნტირება არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება გულის კორონარული დაავადებისას. პროცედურის დროს ხდება შევიწროებული ან დათრომბილი არტერიებიდან სისხლის ალტერნატიული გზით გაყვანა, რაც ხელს უწყობს გულის ჟანგბადით და საკვებით მომარაგებას.
რატომ კეთდება ეს ოპერაცია?
როგორც ყველა ორგანოს, გულსაც სჭირდება სისხლის მიწოდება. ეს ხორციელდება მარჯვენა და მარცხენა კორონარული არტერიებით. დროთა განმავლობაში ეს არტერიები ვიწროვდება და მათში გროვდება ცხიმოვანი დეპოზიტები, ანუ ფოლაქები. ამ პროცესს ეწოდება ათეროსკლეროზი, მოიხსენიებენ როგორც გულის კორონარულ დაავადებას. იგი ვითარდება ასაკის მატებასთან ერთად, მისი განვითარების რისკს ასევე ზრდის სიგარეტის მოწევა, ჭარბი წონა და ცხიმოვანი საკვები.
გულის კორონარულმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანგინა, ეს არის მკერდის ტკივილი, რომელიც ვითარდება გულისთვის ჟანგბადით გაჯერებული სისხლის მიწოდების სიმცირის შედეგად. ზოგიერთ ანგინას მკურნალობენ მედიკამენტებით, ხოლო მძიმე შემთხვევაში ტარდება შუნტირება, რათა მოხდეს გულის კვების გაძლიერება. სხვა რისკი, რომელიც დაკავშირებულია ამ დაავადებასთან არის ფოლაქის გაყოლა და შემდეგ თრომბის წარმოქმნა. თრომბი ბლოკავს გულისთვის სისხლის მიწოდებას, რაც იწვევს გულის შეტევას. შუნტირება რეკომენდირებულია გულის შეტევის თავიდან ასარიდებლად.
პროცედურა
შუნტირების დროს სხეულის სხვა ნაწილიდან იღებენ სისხლძარღვს- ძირითადად მკერდიდან, ფეხიდან ან მხრიდან - და აკერებენ კორონარული სისხლძარღვის შევიწროებული ან დახშული ადგილის ზედა და ქვედა ნაწილზე. ახალ სისხლძარღვს გრაფტი ეწოდება. გრაფტების რაოდენობა დამოკიდებულია გულის კორონარული დაავადების სიმძიმეზე და სისხლძარღვების შევიწროვების ხარისხზე.
პროცედურა კეთდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ოპერაციის დროს პაციენტს სძინავს. ძირითადად შუნტირება გრძელდება 4-5 საათი.
გამოჯანმრთელება
შუნტირების შემდეგ საავადმყოფოში დარჩენა საჭიროა მინიმუმ 7-10 დღის განმავლობაში. გამოჯანმრთელების პერიოდი ინდივიდუალურია. სახლში დაბრუნებიდან ერთ დღეში შეგეძლებათ სკამზე დაჯდეთ, 3 დღის შემდეგ გაიაროთ, 5-6 დღის შემდეგ კი კიბეზე ახვიდეთ. ნორმალური ცხოვრების სტილს შეძლებთ დაუბრუნდეთ 6 კვირის შემდეგ.
ქირურგიული ჩარევის შემდგომ
კორონარული შუნტირების შემდეგ ბევრი ადამიანი გრძნობს სიმპტომების გაუმჯობესებას, ეხსნებათ მკერდის ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა, ამასთანავე მცირდება გულის შეტევის განვითარების რისკი. თუმცა მნიშნველოვანია გაანალიზოთ, რომ შუნტირება არ არის გულის კორონარული დაავადების მკურნალობა, თუ თქვენ არ შეიცვალეთ ცხოვრების სტილი, გადანერგილი სისხლძარღვები ისევ შევიწროვდება და განმეორდება გულის კორონარული დაავადება. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა შუნტირების ხელმეორედ ჩატარება, ან გადანერგილი სისხლძარღვის გაფართოება კორონარული ანგიოპლასტიის მეშვეობით.
რისკები
როგორც ყველა ტიპის ქირურგია, კორონარული შუნტირებაც შეიცავს გართულებების რისკს. მათი რაოდენობა საკმაოდ მსუბუქია და განკურნებადი, გართულებებში შედის არარეგულარული გულისცემა, ჭრილობის ინფექცია, ინსულტი და გულის შეტევა.
ოპერაციის მსვლელობა
კორონარული შუნტირება ძირითადად გრძელდება 3-6 საათი.თუმცა ოპერაცია შეიძლება გახანგრძლივდეს, ეს დამოკიდებულია სისხლძარღვების რაოდენობაზე. სისხლძარღვის აღება ხდება ფეხიდან (საფენოუს ვენა), მკერდიდან ან ფეხიდან (რადიალური არტერია).
გამოყენებადი სისხლძარღვების რაოდენობა დამოკიდებულია გულის კორონარულ დაავადებაზე. ბევრ ადამიანს სჭირდება 3-4 სისხლძარღვის გადანერგვა. შესაბამისად არის ტერმინი ორმაგი, სამმაგი ოთხმაგი შუნტირება.
ერთ-ერთი გრაფტირებული სისხლძარღვი არის ყოველთვის გულმკერდის მარცხენა შიდა არტერია. ქირურგები მას უპირატესობას იმიტომ ანიჭებენ რომ, სხვა სისხლძარღვებისგან განსხვავებით ისინი არ ვიწროვდებიან დროდადრო. როდესაც ყველა გრაფტირებული სისხლძარღვი იქნება მზად, ქირურგი მკერდის შუა ნაწილზე გააკეთებს ჭრილობას და მკერდის ძვალს გაყოფს შუაზე, ამ გზით იგი მიაღწევს გულამდე.
ოპერაციის დროს სისხლი უერთდება გულის მექანიკურ აპარატს. შემდეგ გული დროებით გაჩერდება მკედიკამენტის დახმარებით, რის შემდეგაც დაიწყება უკვე სისხლძარღვების გადანერგვა. გრაფტის მიმაგრების შემდეგ, გულს ხელახლა აამუშავებენ ელექტრული შოკის დახმარებით. თქვენ სტერნუმი დაფიქსირდება მეტალური ძაფების საშუალებით, ბოლოს კი მოხდება კანის გაკერვა.