კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება)
კორონარული ანგიოპლასტიკა არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება დახშული ან შევიწროებული კორონარული არტერიების სანათურის გაფართოების მიზნით. ტერმინი ანგიოპლასტიკა გულისხმობს შევიწროებული ან დახშული არტერიების მონაკვეთების გაფართოებას ბალონის საშუალებით. თუმცა, თანამედროვე ანგიოპლასტიკის მეთოდს ასევე პროცედურის დროს არტერიაში სპირალური ბადის ჩადგმა მიეკუთვნება, რომელსაც სტენტი ეწოდება. იგი მუდმივად რჩება სისხლძარღვში, რათა უზრუნველყოს სისხლის ნაკადის თავისუფლად გადაადგილება.
კორონარული ანგიოპლასტიკა ცნობილია, როგორც პერკუტანული ტრანსლუმინური ანგიოპლასტიკა. კორონარული ანგიოპლასტიკის კომბინაციას სტენტირებასთან ჩვეულებრივ კანგავლით კორონარულ ინტერვენციას უწოდებენ.კორონარული ანგიოპლასტიკა არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება დახშული ან შევიწროებული კორონარული არტერიების სანათურის გაფართოების მიზნით. ტერმინი ანგიოპლასტიკა გულისხმობს შევიწროებული ან დახშული არტერიების მონაკვეთების გაფართოებას ბალონის საშუალებით. თუმცა, თანამედროვე ანგიოპლასტიკის მეთოდს ასევე პროცედურის დროს არტერიაში სპირალური ბადის ჩადგმა მიეკუთვნება, რომელსაც სტენტი ეწოდება. იგი მუდმივად რჩება სისხლძარღვში, რათა უზრუნველყოს სისხლის ნაკადის თავისუფლად გადაადგილება.
კორონარული ანგიოპლასტიკა ცნობილია, როგორც პერკუტანული ტრანსლუმინური ანგიოპლასტიკა. კორონარული ანგიოპლასტიკის კომბინაციას სტენტირებასთან ჩვეულებრივ კანგავლით კორონარულ ინტერვენციას უწოდებენ.
როდის გამოიყენება კორონარული ანგიოპლასტიკა?
ყველა ორგანოს მსგავსად, გულსაც სჭირდება სისხლით მუდმივი მომარაგება. აღნიშნული ხორციელდება სისხლძარღვებით, რომელთაც კორონარული არტერიები ეწოდება. ხანდაზმულ ადამიანებში, არტერიები შესაძლოა შევიწროვდეს ან გამკვრივდეს (ცნობილია, როგორც ათეროსკლეროზი), რასაც გულის კორონარულ დაავადებამდე მივყავართ. გულში, სისხლის ნაკადის მიდინების შემცირების შემთხვევაში, ვითარდება ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ცნობილია, როგორც სტენოკარდია.
რა წარმოადგენს კორონარული ანგიოპლასტიკის უპირატესობებს?
უმეტეს შემთხვევაში, ანგიოპლასტიკის შემდეგ კორონარულ არტერიებში სისხლის ნაკადის დინება უმჯობესდება. ადამიანები ამჩნევენ სიმპტომთა გაუმჯობესებას. გულის შეტევის შემთხვევაში, ანგიოპლასტიკა ბევრად ზრდის თქვენი გადარჩენის შანსებს, ვიდრე მედიკამენტებით მკურნალობა. პროცედურა ამცირებს გულის შეტევათა ალბათობას მომავალში.
როგორ ტარდება კორონარული ანგიოპლასტიკა?
კორონარული ანგიოპლასტიკა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურის დროს თქვენ ფხიზლად იქნებით. ანგიოპლასტიკის დროს თხელი, დრეკადი მილი-კათეტერი შეყავთ სხივის ან ბარძაყის არტერიიდან, პროცესი მართვადია, ხდება კორონარული არტერიების შემოწმება უწყვეტად, X-სხივების გამოყენებით.
დიაგნოსტიკის შემდეგ, სპეციალური კორონარული მავთული მიდის დაზიანებული კორონარული არტერიისკენ. შემდეგ შეყავთ სტენტი რომლის მეშვეობით ხდება დაზიანებული სეგმენტის აღდგენა და სისხლის მიწოდების გაუმჯობესება. კორონარული ანგიოპლასტიკა ჩვეულებრივ 30 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება. სახლში დაბრუნებას პროცედურის ჩატარებიდან მეორე დღეს შეძლებთ. არ შეიძლება მძიმე ნივთების აწევა, დატვირთული საქმიანობა და მანქანის მართვა მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე.
რამდენად უსაფრთხოა კორონარული ანგიოპლასტიკა?
კორონარული ანგიოპლასტიკა გულის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. პროცედურის ჩატარების დროს სხეულზე არ კეთდება დიდი ზომის განაკვეთი და როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში უსაფრთხოდ ტარდება. ექიმები ამ მეთოდს მცირედ ინვაზიური მკურნალობის ფორმად თვლიან.
სერიოზულ გართულებათა რისკი საკმაოდ მცირეა, თუმცა აღნიშნული დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, გადატანილი გულის შეტევა. პროცედურის დროს წარმოქმნილ სერიოზულ პრობლემებს შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ძლიერი სისხლდენა, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი.
არსებობს თუ არა სხვა ალტერნატივა?
იმ შემთხვევაში, თუ კორონარულ არტერიებში აღინიშნება მრავლობითი დაზიანებები, ანგიოპლასტიკის ჩატარება არაა მიზანშეწონილი ან წარმოადგენს მაღალ რისკს პაციენტის უსაფრთხოებისთვის, მაშინ პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია აორტო-კორონარულ შუნტირებაზე.
ეს არის ინვაზიური ქირურგიის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც ჯანსაღ სისხლძარღვთა წილები აღებულია სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან და უერთებენ კორონარულ არტერიებს. აღნიშნული ქმნის ახალ სადინარს, რომლის მეშვეობითაც სისხლი გულში ჩაედინება.
როგორ ხორციელდება კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება)?
უშუალოდ პროცედურამდე აუცილებელია კორონარული არტერიების შემოწმება, რათა დარწმუნდეთ, რომ ოპერაციის ჩატარება ტექნიკურად შესაძლებელია. ეს ხორციელდება ტესტის გამოყენებით, რომელსაც კორონარული ანგიოგრაფია ეწოდება.
კორონარული ანგიოპლასტიკის დროს, გრძელი, მოქნილი, პლასტიკური მილი, რომელსაც კათეტერი ეწოდება (დაახლოებით ფანქრის გულის სიგანე), შეყავთ სისხლძარღვში, საზარდულში ან წინა მხარში. კათეტერის წვერი მიემართება გულისკენ, ან არტერიებისკენ, რომლებიც გულს ამარაგებენ, X (რენტგენის)-სხივების გამოყენებით. სპეციალური სითხე, რომელიც შუქდება სხივების საშუალებით, ცნობილია, როგორც საკონტრასტო ნივთიერება. მისი შეყვანა ხდება კათეტერის მეშვეობით. შედეგად მიღებულ გამოსახულებებს ანგიოგრამა ეწოდება.
პრე-ოპერაციული შეფასების დროს, კეთდება სისხლის ანალიზები და ხდება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შემოწმება. კორონარულ ანგიოპლასტიკამდე 4-6 საათით ადრე მოგეთხოვებათ, რომ არაფერი მიიღოთ საკვებად და არაფერი დალიოთ.
პროცესი
კორონარული ანგიოპლასტიკა ტარდება კლინიკა "გული"-ს კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, ოთახი აღჭურვილია რენტგენით და ვიდეო აპარატურით, რათა ექიმმა შეძლოს პროცედურის მონიტორინგი ეკრანზე. კორონარული ანგიოპლასტიკა ჩვეულებრივ 30 წუთიდან ორ საათამდე გრძელდება, თუმცა შესაძლოა უფრო დიდხანსაც გასტანოს. ასევე ხდება ჩანაწერის ჩაწერა დისკზე, რომელსაც პაციენტს გადავცემთ.