• თბილისი, ლ.მანაგაძის 5 (ძველი წინანდილს ქუჩა 9)
  • ზუგდიდი, გამსახურდიას 36
  • 10:00 - 17:00

N1 კერძო კარდიოლოგიური კლინიკა

საქართველოში

ანზორ მელია

თქვენი სიცოცხლის სადარაჯოზე

წინასწარ ჩაწერა: 032 2 77 62 62

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვადგენთ სტანდარტებს კარდიოლოგიის სფეროში

ჩვენ შესახებ

30 წელი თქვენ გვერდით

საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ამბულატორიულ, სტაციონალურ თუ პირადი კარდიოლოგის პირობებში.

კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, ევროპის სტანდარტების აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმთა გუნდით, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის უმაღლესი ხარისხით მკურნალობაზე.

ისტორია

გულის მკურნალი მხოლოდ გულია

კლინიკას აქვს საკუთარი ჰიმნიც, რომლის ტექსტიც სპეციალიურად დაწერა ჯანსუღ ჩარკვიანმა, მუსიკის ავტორი მამუკა ჩარკვიანია, სიმღერის ტექსტში გამოყენებულია ჩვენი სლოგანი “გულის მკურნალი მხოლოდ გულია”.



დამფუძნებლის შესახებ

კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კარდიოლოგი ანზორ მელია დაიბადა 1947 წლის 5 აგვისტოს ქ. ზუგდიდში, სამედიცინო განათლება მოსკოვში მიიღო, 1972 წელს დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1986-1996 წლებში ის ქალაქის I საავადმყოფოში ხელმძღვანელობდა კარდიოლოგიურ განყოფილებას, ხოლო 1996 წლის აპრილიდან საქართველოში პირველი კარდიოლოგიური პროფილის კერძო სამედიცინო დაწესებულების, კარდიოლოგიური კლინიკა “გულის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

ბატონი ანზორი არის საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი და ჯილდო, გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია.

კლინიკის განვითარების ისტორია

2003წ-ს კლინიკამ საფუძველი ჩაუყარა ინვაზიური რითმოლოგიის განვითარებას. საქართველოში პირველად სწორედ ამ კლინიკაში ჩაიდგა კარდიოვერტერ - დეფიბრილატორი და სამკამერიანი პეისმეიკერი, რომელიც თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ამ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის საქვეყნოდ ცნობილ ამერიკულ ფირმა "მედტრონიკს", რომელთანაც კლინიკა “გულს” გააჩნია ექსკლუზიური ხელშეკრულება. 2011 წელს მიენიჭა ხარისხის ნიშანი. კლინიკა გამარჯვებულია ბევრ ნომინაციებში: ნომინაციაში რეპუტაცია და ნდობა, ნომინაციაში ლიდერი, ერის მოამაგეთა დაჯილდოვების ცერემონიალზე სოფლის მაშენებელნი 2010, სამედიცინო კლინიკური ინოვაციებისა და ადამიანთა სიცოცხლეზე განუხრელი ზრუნვისათვის მიენიჭა ტიტული სოფლის მშენებელი - მეცენატი 2010. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ბიზნეს ასამბლიაში და გადაეცა გაერთიანებული ევროპის საერთაშორისო ჯილდო. მისი პირადი წვლილისათვის ევროპული ინტეგრაციის განვითარებაში.

2015 წელს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების საერთაშორისო კავშირის მიერ კლინიკას მიერიჭა საპატიო წოდება „დარგის ლიდერი 2015“ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. 2016 წელს ევროპის ბიზნეს ასამბლეამ, სოკრატეს კომიტეტმა კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ წარადგინა პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე ჯანდაცვის სფეროში ნომინაციაზე „საუკეთესო კლინიკა“, ეს იყო აღიარება კლინიკის მაღალი რეპუტაციის, საიმედო და ეფექტური მკურნალობის მეთოდიკის, მაღალპროფესიული გუნდის და კლინიკის თანამედროვე ტექნოლოგიებისა. ეს ჯილდო კლინიკას გადაეცა ევროპული

დაჯილდოვების საღამოზე ხარისხის მართვისა და მენეჯმენტის ფორუმის ფარგლებში საფრანგეთის ქალაქ კანში. პროფესორ ანზორ მელიას მიენიჭა „საუკეთესო მენეჯერის“ წოდება და დაჯილდოვდა მედლით.

2024 წლის 23 ნოემბერს კლინიკას მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. ის უწყვეტად აკმაყოფილებს TEMOS-ის საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციის სტანდარტებს „სამედიცინო მომსახურების ხარისხის“ მიმართულებით.

კარდიოლოგიური კლინიკა გულის ამბოლატორიული დეპარტამენტი გთავაზობთ თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის სრული დაცვით, ამბულატორიულ მომსახურებას.

კლინიკა გულის სტაციონარული დეპარტამენტი ატარებს ყველა სახის დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს და მკურნალობას გულის სხვადასხვა პათოლოგიით დაავადებული პაციენტებისთვის. მკურნალობა ტარდება უახლესი ევროპული და ამერიკული გაიდლაინების შესაბამისად.

კლინიკა გულის რითმოლოგიის დეპარტამენტში წარმოებს გულის რითმის მწვავე, ქრონიკული და თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენა, აღრიცხვა და შემდგომი მედიკამენტური თუ ინვაზიური კორექცია.

კარდიოლოგიურ კლინიკა „გულში“ 2005 წლიდან ფუნქციონერებს კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც მუშაობს მაღალკვალიფიკაციური მედპერსონალი, რაც პროცედურების წარმატებით ჩატარების საშუალებას იძლევა.

კარდიოლოგიური კლინიკა „გული“-ს ლაბორატორია აღჭურვილია თანამედორვე ინვენტარითა და აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს სწაფად და ხარისხიანად ვუზრუნველყოთ პაციენტთა მომსახურება.

ჩვენი მისიაა

ევროპული სტანდარტების დანერგვა

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა

მაღალტექნოლოგიურ პროცედურებზე ორიენტირება

მკურნალობის ეფექტურობის მუდმივი ზრდა

გართულებებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა